LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BMW-მ ელვის პრესლის როდსტერი აღადგინა

37

კომპანია BMW-მ როდსტერი 507 აღადგინა. მოდელი ცნობილ მომღერალს, ელვის პრესლის ეკუთვნოდა.

აღნიშნული ავტომობილი 1957 წელს გამოუშვეს. გერმანული კომპანიის წარმომადგენლებმა აღდგენითი სამუშაოები ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყეს.

ელვის პრესლიმ როდსტერი 1958 წელს შეიძინა, სწორედ მაშინ, როდესაც გერმანიაში საომარი მოქმედებები დაიწყო. ორი წლის შემდეგ, ცნობილმა მომღერალმა ავტომობილი ნიუ-იორკის სალონში გაყიდა, რის შემდეგაც მან ალაბას შტატში გადაინაცვლა და ძირითადად რალისთვის გამოიყენებოდა.

სამწუხაროდ, როდსტერი რამდენჯერმე გაიყიდა და ყველა მფლობელი ავტომობილის ძირითად შემადგენლობას, ნაწილებს, პერიოდულად საკუთარი გემოვნების მიხედვით უცვლიდა, შესაბამისად მოდელმა პირველადი მოცემულობა დაკარგა. როდსტერის ორიგინალი ვერსია აღჭურვილი იყო V8, 3.2 ლიტრიანი ტევადობისა და რვა ცილინდრიანი ძრავით. მოდელის ცვლილებები ჯერ კიდევ ელვისის პერიოდიდან დაიწყო, როცა მომღერალმა იგი თეთრი ფერიდან წითლად შეღება.

უამრავი კონსულტაციისა თუ მოლაპარაკების შედეგად, 2014 წლის გაზაფხულზე, მოდელი საბოლოოდ BMW-ს მუზეუმს გადაეცა. კოლექციონერი, რომელმაც უკანასკნელი გაყიდვა 2014 წლის ნოემბერში განახორციელა, 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას შემდეგ გერმანული მარკის ,,მზრუნველობის’’ ქვეშ, როდსტერი 507 თავდაპირველ ვარიანტს თანდათანობით დაუბრუნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები