LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BMW-მ ელექტრონული მოტოციკლი წარმოადგინა

76

კომპანია BMW-მ კონცეპტუალური მოტოციკლი წარმოადგინა, რომელიც გერმანული ბრენდის ღირსეული წარმომადგენელი გახდება. ახალი მოდელის სახელწოდებაა Vision Next 100.

BMW-მ ფაქტიურად წარმოადგინა საბაზისო დიზაინი. კონცეპტი შესრულებულია წრიულ სტრუქტურაში.

კომპანიის დიზაინერები მაქსიმალურად შეეცადენ, ,,ლამაზმანის’’ გარეგნული მხარე BMW-ს პირველი მოტოციკლის R32-ის მსგავსი ყოფილიყო.

აღსანიშნავია, რომ ისტორიული წინაპარი, 1923 წელს გამოვიდა და მას შემდეგ დღემდე ინარჩუნებს აქტუალობას. მოტოციკლის თითქმის ყველა ნაწილი დამზადებულია ნახშირბადით დამუშავებული მატერიალით.

მოტოციკლის სიმძლავრისა თუ სხვა ტექნიკური მონაცემების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები