BMW-მ, Daimler-მა, Ford-მა და VW-მ თავისი ელექტრომობილების დამტენი სადგურების დიზაინი წარმოადგინეს. სადგურების ქსელი Lonity ავტოგიგანტების დიზაინით შეიქმნა და სადგურების განთავსება დასაწყისისთვის ევროპის ცენტრალურ მაგისტრალზე იგეგმება. თითოეული კომპლექსი ეს იქნება საკმაოდ მარტივი კონსტრუქცია, რომელიც ღია ნათელი სივრცით იქნება სავსე. სადგური ღამის განმავლობაში მთლიანად განათებული იქნება და გარკვეული შუქურის როლს შეასრულებს. გეგმის მიხედვით სულ 400 ელექტროსადგური გაიხსნება და თითოეულის სიმძლავრე 350 კილოვატი იქნება.
შეგახსენებთ, რომ 20 კომპლექსი გასულ წელს უკვე ამოქმედდა, დამატებით 100-ს კი 2018 წლის ბოლომდე გახსნიან. უზარმაზარი ქსელის ბოლომდე დასრულება 2020 წლისთვის იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად ელექტრომობილების დამტენი სადგურების ყველაზე დიდი ქსელი Tesla-ს ეკუთვნის და ობიექტების საერთო რაოდენობა 1130-ს შეადგენს.