LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BMW-მ ახალი კუპე წარმოადგინა

239

კომპანია BMW-მ საგზაო კუპეს M4 GTS-ის სპეციალური ვერსია წარმოადგინა, რომელიც გერმანული ჩემპიონატის DTM ახალი ჩემპიონის – მარკო ვიტმანის საპატივცემულოდ გამოუშვა. აღსანიშნავია, რომ ვიტმანმა ჩემპიონობა სეზონის ფინალურ რბოლაში, 16 ოქტომბერს მოიპოვა.

M4 GTS-ის სტანდარტული ვერსიისგან განსხვავებით, მოდიფიცირებულმა ვერსიამ განახლებული აეროდინამიკური ბატარეები და განსხვავებული ძარა მიიღო. მოდელი ასევე აღჭურვილია არა სტაფილოსფერი, არამედ შავი დისკებით.

M4 DTM Champion Edition – სწორედ ასე ეწოდა მოდელს, რომელიც ჩემპიონის სახელობისაა და რომლის ტირაჟიც 200 ეგზემპლარს შეადგენს. მისი მინიმალური ფასი კი 148,500 ევროა. აღსანიშნავია, რომ მოდელის სტანდარტული ვერსია, 700 ეგზემპლარით იყო წარმოდგენილი.