LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BMW-მ ახალი არტქარი წარმოადგინა

20

BMW-მ ახალი არტქარი წარმოადგინა. სიახლე ბრენდის კოლექციაში ნამდვილად საპატიო ადგილს დაიკავებს და როგორც ცნობილია, მის შექმნაზე ცნობილი ჩინელი ხელოვანი ცაო ფეი მუშაობდა. ავტომობილის პრემიერა პეკინში, მინშენგის მუზეუმში შედგა. ახალი პროექტი მოდელ BMW M6 GT3-ის ბაზაზე შეიქმნა და ცაო შეეცადა, რომ დროში მოგზაურობა, დამატებითი რეალობა და ფერის ილუზია გაეერთიანებინა. როგორც ხელოვანი აცხადებს, მას სურდა რომ მომავლის ტრადიციული ხედვა შეეცვალა და რაღაც უნიკალური შეექმნა. შეგახსენებთ, რომ არტ-ავტომობილების ისტორია პირველად 1975 წელს დაიწყო და მას შემდეგ BMW-მ ათობით ცნობილ ხელოვანთან ითანამშრომლა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები