LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BMW კუპე M4-ის რალის ვარიანტს შემოგვთავაზებს

88

კომპანია BMW-მ კუპე M4-ის რალის ვერსიის პირველი ფოტოები წარმოადგინა, სახელწოდებით – GT4. ახალი მოდელი დღის სინათლეს მომავალ წელს იხილავს.

მოდიფიცირებული კუპე 3 ლიტრიანი, ბიტურბო, ექვსცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 431 ცხენის ძალის სიმძლავრისაა. ზუსტად ანალოგიური ძრავის მოდელი იქნა გამოყენებული კუპეს საგზაო ვარიანტში, თუმცა, საგზაო ვარიანტისგან განსხვავებით, რალის მოდიფიკაციაში აგრეგატის სპეც-ვერსია განთავსდა.

ახალი ავტომობილი აღჭურვილი იქნება სპეციალურად შემუშავებული სამუხრუჭე სისტემითა და შეცვლილი სავარძელით. სამწუხაროდ, უცნობია თუ რა მასალით იქნება M4-ის ექსტერიერი დამზადებული.

სხვა დაწვრილებითი ინფორმაცია ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ ჯერ-ჯერობით ცნობილი არაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები