კომპანია BMW-ს ახალი მოდელი i8, რომელზეც გერმანული ავტომწარმოებლის სპეციალური ჯგუფი ”i” მუშაობდა, ავტომოყვარულების ყურადღების ცენტრში მოექცა.
რა არის განსაკუთრებული ამ ავტომობილში? პასუხი მარტივია – ყველაფერი… ეს ელექტრომობილი თანამედროვე ავტოტექნოლოგიების იდეალური მაგალითია, როგორც ავტომოყვარულებისთვის, აგრეთვე სხვა მწარმოებლებისთვისაც.
i8 ორიგინალი მოდელი გაყიდვაში უახლოეს მომავალში გამოჩნდება, თუმცა მანამდე, ვნახოთ ვიდეო მისი ერთ-ერთი პირველი ტესტ-დრაივიდან…