LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BMW i3-ის ელექტროძრავის გამავლობა 50%-ით გაუმჯობესდა

22

გასულ უქმეებზე კომპანიამ BMW-მ განახლებული i3 წარადგინა, რომელიც გაყიდვაში მაისის ბოლოს გამოჩნდება. როგორც უცხოური პრესა იტყობინება, მოდერნიზებული მოდელის გამავლობა 50%-ით გაუმჯობესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლითიუმისა და იონის დეტალებისგან დამზადებული უახლესი ტიპის აკუმულიატორის დახმარებით, განახლებული ავტომობილი სრულად დამუხტვის შემთხვევაში 50%-ით მეტი მანძილის დაფარვას ახერხებს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ სრულად დამუხტულ BMW i3-ს 175-დან 195-მდე მანძილის დაფარვა შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ კომპაქტური BMW i3-ის კაპოტქვეშ მოთავსებულია 170 ცხენის ძალის მქონე ელექტროძრავი, თუმცა მომხმარებლებს შეეძლებათ, შეიძინონ ორცილინდრიანი, 0.65 ლიტრიანი ბენზინზე მომუშავე მოდელიც.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები