LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BMW i3 და i8 24 კარატიანი ოქროთი დაფარეს

78

BMW i3 და i8 24 კარატიანი ოქროთი დაფარეს. BMW-ს ჩეხურმა ოფისმა ელექტროქარისა და ჰიბრიდული სპორტქარის ექსკლუზიური ვერსიები წარმოადგინა. განსაკუთრებული ავტომობილების სტილზე დიზაინერთა მთელი ჯგუფი მუშაობდა და მათი განსაკუთრებულობა ოქროს საფარშია. I3-სა და  i8-ზე მუშაობაში ავტომწარმოებელს ფირმა Toplac ეხმარებოდა და მათ შექმნეს საღებავის სპეციალური ფორმულა, რომელიც ოქროდან ავტომობილის ბუნებრივ ფერში ორგანულად გადასვლას უზრუნველყოფს.

BMW-ს ორივე მოდელს ოქროს 4 დონიანი დაფარვა გაუკეთდა, ხოლო იმისათვის რომ ძარას ბუნებრივი ფერი არ დაეკარგა, ის ორიგინალური საღებავით შეღებეს. აღსანიშნავია, რომ ოქროს თემატიკა სუპერქარების სალონების ინტერიერშიც იგრძნობა. ოქროს ავტომობილებს ოქროს დეტალები და ლოგოტიპები აქვთ. და ბოლოს, რაც ყველაზე საინტერესოა BMW i3 და i8 ერთადერთ ეგზემპლარად შეიქმნა და მათი გაყიდვით შემოსული თანხა მთლიანად ქველმოქმედებას მოხმარდება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები