LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BMW ახალ პიკაპს წარმოგვიდგენს

141

ავტოინდუსტრიაში გასაოცარი აღარაფერია. ის რაც საპირველაპრილო ხუმრობა გვგონია, ხშირად ავტომწარმოებლების შთაგონების წყაროა ხოლმე.

ახალი ინსპირაცის განხორციელება ავტომწარმოებლებს საკმაოდ ძვირი უჯდება, შესაბამისად მოდელის ფასიც მაღალია ხოლმე.

,,არასოდეს თქვა არასოდეს’’ – განუცხადა დირქ ვენრნერმა გამოცემა Motoring-ს. ,,ჩვენ კოსმოსს ახლოდან ვხედავთ’’, – დაამატა მან.

თავიდან არავინ იცოდა რა იგულისხმა დირქ ვერნერმა, თუმცა გამოცემა Motoring-ის მიხედვით, ვერნერის განცხადება კომპანიის საკმაოდ თამამი გადაწყვეტილების შესახებ მიანიშნებდა.

მხოლოდ ჩინეთის ბაზრისთვის გათვლილი ახალი პიკაპი 19 ივლისს წარსდგა საზოგადოების წინაშე. კომპანიაში აცხადებენ, რომ მათი ახალი ,,ლამაზმანი’’ პირდაპირი კონკურენტი იქნება Mercedes-Benz-ის ახალი საშუალო ზომის პიკაპისა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები