ბლუმბერგის ცნობით, კოვიდგადატანილ ადამიანებში „ფაიზერის“ ან „მოდერნას“ ვაქცინების ერთი დოზაც საკმარისია იმუნური პასუხის გამოსაწვევად.
კვლევამ, რომელიც ლოს-ანჯელესისერთ-ერთმა სამედიცინო ცენტრმა ჩაატარა უჩვენა, რომ „ფაიზერის“ ან „მოდერნას“ ვაქცინის ერთი დოზით აცრილ კოვიდგადატანილ პირებს ისეთივე იმუნური რეაქცია ჰქონდათ, როგორც იმ პირებს, ვისაც კოვიდი არ ჰქონია და ვაქცინის ორი დოზა მიიღო.კვლევაში 1000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.
შესაბამისად, მკვლევრების დასკვნა ასეთია – კოვიდგადატანილ ადამიანებს შესაბამისი იმუნური პასუხის და ვირუსისაგან დაცვის მისაღებად ამ ორივაქცინიდან ერთ-ერთის მხოლოდ ერთი დოზაც ეყოფათ.
აღსანიშნავია, რომ ევროპის რიგ ქვეყნებში, მათ შორის იტალიაში, გერმანიაში, ესპანეთში და საფრანგეთში ჯერ კიდევთებერვლიდან მოქმედებს პროტოკოლი, რომელიც ყოფილი კოვიდპაციენტების მხოლოდ ერთი დოზით აცრას ითვალისწინებს.
ვაქცინაციის კუთხით მსოფლიოს ერთ-ერთ უპირობო ლიდერ ქვეყანაში, ისრაელში, პირველ ეტაპზე კოვიდგადატანილ პირებს სულ არ ცრიდნენ, შემდეგ კი მათი ერთი დოზით აცრა გადაწყდა.
ისრაელის გრიპისა და რესპირატორული ვირუსების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მიჰალ მანდელბოიმის თქმით, კოვიდგადატანილი ადამიანებისთვისვაქცინის ერთი დოზის მიღება სრულიად საკმარისია და ეს ეხება ახალი კორონავირუსის როგორც ორიგინალ, ასევე მუტანტ შტამებს.
ამ ეტაპზე აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კოვიდგადატანილი პირებისთვისა ცვაქცინის ორი დოზით აცრის რეკომენდაციას გასცემს, თუმცა მიმდინარეობს დისკუსია იმის შესახებ, რომ შესაძლოა ეს მიდგომა შეიცვალოს.