ეროვნული ვალუტა, სავარაუდოდ, გაუფასურებას დღესაც განაგრძობს. Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე ამ დროისთვის ერთი დოლარი 2.8603 ლარად ივაჭრება.
ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს, 2.8470 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2356 ლარია.
შეგახსენებთ, ბოლო დღეებია ლარი გაუფასურებას განაგრძობს და გაუფასურების ახალი ისტორიული მაქსიმუმიც დააფიქსირა. გაუფასურების წინა პიკი 2019 წლის 31 მაისს დაფიქსირდა, მაშინ ლარის კურსი 2.8023 გახდა.
ეროვნული ბანკი გაუფასურების შესაჩერებლად ჩარევას არ აპირებს: ეს უფრო გააღრმავებს შოკს
"ამ ეტაპზე რთულია ზუსტი პროგნოზის გაკეთება".
ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.