LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბლინკენი და ლავროვი მზადყოფნას გამოხატავენ ითანამშრომლონ იქ, სადაც აშშ-სა და რუსეთს საერთო ინტერესები იკვეთება

65
ბლინკენი და ლავროვი

ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში შშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ორმხრივი შეხვედრა დაიწყო. შეხვედრის დასაწყისში მხარეებმა განაცხადეს, რომ მზად არიან გარკვეულ საკითხებში, რომლებშიც საერთო ინტერესები აქვთ ითანამშრომლონ.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენმა გუშინ განაცხადა, რომ ბევრი სფეროა, სადაც აშშ-ისა და რუსეთის ინტერესები იკვეთება და თუკი აშშ და რუსეთი თანამშრომლობას შეძლებენ, მსოფლიო უფრო უსაფრთხო იქნება.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თქმით, თუკი რუსეთი აშშ-ს წინააღმდეგ, მათი პარტნიორებისა და მოკავშირეების წინააღმდეგ აგრესიულად იმოქმედებს, აშშ მას პასუხს გასცემს.

სერგეი ლავროვმა კი ბლინკენს საპასუხოდ უთხრა, რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის აზრთა  გეოპოლიტიკის შეფასებაში სერიოზული სხვადასხვაობაა, თუმცა, როგორც ეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რუსეთი მზადაა განიხილოს ყველა საკითხი, თუკი დიალოგი „პატიოსანია“ და ურთიერთპატივისცემას ემყარება.

ცნობისთვის, ქვეყნის ლიდერებს შორის ეს პირველი პირისპირი შეხვედრაა მას შემდეგ, რაც იანვარში აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობა ჯო ბაიდენმა დაიკავა.

მოლაპარაკებები ივნისში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შესაძლო სამიტის წინ არქტიკული საბჭოს შეხვედრის კულუარებში იმართება და წარმოადგენს ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების მცდელობას.