LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბლეიკ ლაივლი და რაიან რეინოლდსი უკრაინელი დევნილებისთვის საქველმოქმედო ფონდს ქმნიან

137
page

მსოფლიო ვარსკვლავები უკრაინის დასახმარებლად ერთიანდებიან. ზოგიერთი შემოქმედებით ცდილობს მხარდაჭერას, ზოგი რუსეთის ძალადობრივ ხელისუფლებას პოსტებით უპირისპირდება, ზოგიც ქველმოქმედებით ცდილობს დახმარებას.

„ბევრი თქვენგანის მსგავსად მეც ვლოცულობ უკრაინელი ხალხისთვის“ – ანჯელინა ჯოლი პოსტს ავრცელებს

61 წლის შონ პენი ფრონტის ხაზთან უკრაინელ მებრძოლებს გადამღებ ჯგუფთან ერთად შეუერთდა

ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ქველმოქმედი წყვილი, ბლეიკ ლაივლი და რაიან რეინოლდსი უკრაინელი დევნილებისთვის საქველმოქმედო ფონდს ქმნიან. მათ სოციალურ ქსელში გაავრცელეს ლინკი, რომელზეც მსურველებს თანხის გადარიცხვა შეეძლებათ. ფონდში ნებისმიერი ოდენობით შემოსულ თანხას წყვილი გააორმაგებს.

„ბოლო დღეების განმავლობაში უამრავი უკრაინელი იძულებული გახდა სახლები მიეტოვებინა და ქვეყნიდან გაქცეულიყო, მათ ჩვენი დაცვა ესაჭიროებათ, თქვენ მიერ თითოეულ გადმორიცხულ თანხას ჩვენ გავაორმაგებთ სანამ, ერთი მილიონ დოლარი არ შეგროვდება“ , – წერს რაიანი.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Blake Lively (@blakelively)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები