საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციაში ზეპ ბლატერის გადახდების თაობაზე ჩხრეკა ჩაატარეს.
შესაბამისი დოკუმენტები საფრანგეთის პროკურატურამ ამოიღო.
ძიება შვეიცარიის პროკურატურასთან ერთობლივად მიმდინარეობდა.
შვეიცარიელს უეფას ყოფილი პრეზიდენტის, მიშელ პლატინისთვის 2 მილიონი შვეიცარიული ფრანკის გადარიცხვას ედავებიან. ამის გამო 2015 წლის 25 სექტემბერს შვეიცარიის იუსტიციის ფედერალურმა ბიურომ საქმე აღძრა.
ფიფას ეთიკის კომიტეტმა კი ბლატერიც და პლატინიც 8 წლით ჩამოაშორა ფეხბურთს, თუმცა სააპელაციო კომიტეტმა მათ სასჯელი შეუმსუბუქა და 6 წლამდე შეუმცირა.
მიშელ პლატინი კვლავ გეგმავს გადაწყვეტილების გასაჩივრებასა და სასჯელის საერთოდ გაუქმების მოთხოვნას.
ბლატერი კი პარასეკვს 80 წლის იუბილეს აღნიშნავს.