ფიფას ყოფილმა პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა სენსაციური და შეიძლება ითქვას სკანდალური რაღაცეები თქვა.
საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზისა და უეფას იმ დროინდელი პრეზიდენტ მიშელ პლატინის ჩარევის შემდეგ რუსეთმა და ყატარმა მსოფლიოს მასპინძლობის უფლება მოიპოვეს.
“ფიფა არის ერთადერთი, რომელსაც შეუძლია მსოფლიო ჩემპიონატის ჩაშლა ან სხვა ქვეყანაში გადატანა. მაგრამ როგორ დამოკიდებულებაში არიან რუსეთი და ფიფა ერთმანეთთან ყველამ ვიცით. ძალიან ცუდია, რომ მუნდიალის წინ ამდენი ნეგატიური ინფორამცია ვრცელდება. მე მსურდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთსა და ამერიკულ შეერთებულ შტატებში გამართულიყო. მაგრამ ნიკოლა სარკოზის და მიშელ პლატინის ავტორიტეტის გამო აშშ-ს ხმები ყატარმა მიიღო. სამწუხაროა, რომ ჩემი ინიციატივა ორი დიდი სახელმწიფოს ფეხბურთით გაერთიანება არ შედგა”, – განაცხადა ზეპ ბლატერმა
რუსეთის მუნდიალი 14 ივნისს დაიწყება და 15 ივლისს დასრულდება