ბლატერის და მისის მეგობრების პრემია 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის 2.5 მილიონი ევროთი ნაკლები გამოვიდა, ვიდრე ესპანეთის ნაკრების.
აი კიდევ ერთი მიზეზი, რისთვისაც ფიფამ ახალი საქმე აღძრა ზეპის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ.
სამხრეთ აფრიკაში გამართულ მუნდიალზე მოგებულმა ესპანეთმა 18 მილიონი ფუნტი (21.22 მლნ ევრო) გამოიმუშავა.
Sky Sports-ის ჟურნალისტმა კეივ სოლეკოლმა იმ მუნდიალის სხვა სამი გამარჯვებულიც დაასახელა: იოზეფ ბლატერი, ჟერომ ვალკე და მარკუს კატნერი. ამათმა 16 მილიონი ფუნტი (18.86 მლნ ევრო) ჩაიჯიბეს როგორც შეჯიბრების ორგანიზატორებმა.
მანამდე ფიფას საგამოძიებო პალატამ ამ სამ კაცზე ახალი საქმე გახსნა ფიფას ეთიკის კოდექსის მთელ რიგი დარღვევებისთვის.
ივნისში ფიფაში თქვეს, რომ ბლატერი, ვალკე და კატნერი 5 წლის განმავლობაში საკუთარი თავისთვის გამოწერილი ბონუსებით უკანონოდ გამდიდრდნენ 80 მილიონი დოლარით.