LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BlackBerry მულტიმედიურ სისტემას Jaguar Land Rover-სთვის შექმნის

74

კომპანიებმა Jaguar Land Rover-მა და BlackBerry-მ შეთანხმება გააფორმეს, რომელიც რამდენიმე წელიწადზეა გათვლილი. თანამშრომლობის ფარგლებში, კანადური კომპანია ბრიტანელებს ავტომობილების ელექტრონული სისტემების შემუშავებაში დაეხმარება. პირველი საერთო პროექტი ახალი თაობის მულტიმედიური კომპლექსი იქნება.

ერთობლივი პროექტები ოპერაციულ სისტემა QNX-ზე იქნება დაფუძნებული. გარდა ამისა, BlackBerry-ის მიერ შემუშავებულ კომპლექსს მონაცემების დაცვაც ექნება სახელწოდებით Certicom.

Jaguar Land Rover-მა და BlackBerry-მ თანამშრომლობისთვის ინჟინერების ცალკე ჯგუფი შეადგინა, რომელიც ბრიტანულ ავტომწარმოებელთან ერთად პროექტებზე იმუშავებს.

Jaguar Land Rover-ის ავტომობილებზე ამჟამად მულტიმედიური სისტემა InControl გამოიყენება. ის ბრიტანულმა ავტომწარმოებელმა დამოუკიდებლად ინდოეული მფლობელების მხარდაჭერით შეიმუშავა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები