კანადურმა კომპანიამ BlackBerry-მ სმარტფონების წარმოების შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. სმარტფონების ბიზნესის ნაცვლად, კომპანია დაცვის სისტემებისა და პროგრამული უზრუნველყოფის სპექტრში იმუშავებს.
ამიერიდან კომპანიის სმარტფონების ბიზნესს ინდონეზიური კომპანია Merah Putih უხელმძღვანელებს. გავრცელებული ინფორმაციით სმარტფონები Android-ის სპეც-ვერსიაზე იმუშავებს, რომელიც გამორჩეულად გაძლიერებული დაცვის სისტემით აღიჭურვება.
,,კომპანია გეგმავს დაასრულოს ყველა სამუშაო, რაც დაკავშირებულია სმარტფონებთან და გადასცეს აღნიშნულ მოვალეობა პარტნიორ კომპანიას’’ – განმარტა BlackBerry-ს გენერალურმა დირექტორმა.