სმარტფონების მწარმოებელმა კანადურმა კომპანიამ BlackBerry, რომელმაც 1 წლის მანძილზე რამდენჯერმე შეიცვალა პროფილი და ოპერაციული სისტემა, გადაწყვიტა, არ დატოვოს სმარტფონების ბაზარი და უკანასკნელი ძალები და ენერგია საკუთარი სისტემის BlackBerry OS 10-ის გაუმჯობესებას დაუთმოს.
კომპანიის ვიცე-პრეზიდენტის, ალექს ტურბერის განცხადებით, BlackBerry კვლავ საწყის წერტილს უბრუნდება. მათი მთავარი მიზანია საავტორო ოპერაციული სისტემის გაუმჯობესება აპლიკაციების მომატების ხარჯზე და მათი პროდუქტის გლობალურ ბაზარზე გატანა.
აღსანიშნავია, რომ ყველა ახალი სმარტფონი, რომელსაც BlackBerry აწარმოებს, მათი სტანდარტის თანახმად – Qwerty კლავიატურით იქნება აღჭურვილი.
საინტერესოა, რამდენად წარმატებული იქნება ფაქტიურად გარდაცვლილი კომპანიის ხელმეორე შემოსვლა ბაზარზე.