LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიზნესში წლის ლიდერი ქალები გამოვლინდებიან

100

ბიზნესში წლის ლიდერი ქალები გამოვლინდებიან. 27-დან 30 მარტის ჩათვლით, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ USAID -ის პროექტი „მმართველობა განვითარებისათვის (G4G) საქართველოში”, „მეწარმე ქალთა საბჭოსა”ორგანიზებითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, მართავს რიგით მე-4 ყოველწლიურ კონფერენციას, სახელწოდებით ქალის როლი ეკონომიკის ზრდასა და რეფორმების შემუშავებაში“.

როგორც კონფერენციის ორგანიზატორები აცხადებენ, წინა წლებში დაგროვილმა გამოცდილებამ და საზოგადოების მხრიდან მზარდი ინტერესის ტენდენციამ განაპირობა ღონისძიების ფორმატის შეცვლა. წელს უკვე კვირეულის სახით ჩატარდება ღონისძება და მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა: ფინანსებთან წვდომა, ქალი და ინოვაცია, ქალის როლი ენერგეტიკაში, ტრანსპორტსა და ლოჯისტიკაში. კვირეულის მიზანია, ქალების როლის გაძლიერება ქვეყნის მართვაში, ბიზნესსა და სამოქალაქო საზოგადოებაში.

კონფერენციას გახსნის საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში, ბრუნო ბალვანერა, USAID – ისე კონომიკური განვითარების ოფისის დირექტორი, ვერონიკა ლი.

კვირეულის ფარგლებში მონაწილეობას იღებენ წარმატებული ქალბატონები როგორც კერძო და საჯარო სექტორებიდან , ისე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. ისინი დამსწრე საზოგადოებას გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, როგორ მიაღწიეს წარმატებას. მათი წარმატების მაგალითები სტიმულის და შთაგონების მიმცემი იქნება ყველა მონაწილე ქალბატონისთვის. პარალელურად გაიმართება მეწარმე ქალთა პროდუქციის გამოფენა – გაყიდვა.

ღონისძიებაზე გამოვლინდებიან წლის ლიდერი ქალები ბიზნესში, მთავრობასა და არასამთავრობო ორგანიზაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები