LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბიზნესს არ ვერჩით, მაგრამ…” – კახა კალაძე ქალაქს “ალაგებს”

39

კახეთის გზატკეცილზე სარეკლამო აბრები დედაქალაქის იერსახეს ამახინჯებს, – ამის შესახებ კახა კალაძემ განაცხადა და მის მოადგილეს დაავალა, რომ ბიზნესთან კომუნიკაციით, აბრების შეცვლა-მოწესრიგება მოხდეს.

„სარეკლამო აბრები კახეთის გზატკეცილზე ამახინჯებს დედაქალაქის იერსახეს. მხედველობაში მაქვს ისეთი აბრები, რომლებიც მაგალითაც გადასასვლელი ხიდების მსგავს კონსტრუქციებზეა მოწყობილი. მთელი გზის სიგრძეზეა აბრები და მინდა ირაკლი ბენდელიანს დავავალო რომ ბიზნესთან კომუნიკიციით ეს ყველაფერი მოწესრიგდეს. ბიზნეს ინტერესები არ უნდა დავაზიანოთ, თუმცა საქმიანობა ქალაქის იერსახის ხარჯზე არ უნდა მოხდეს“, – განაცხადა კალაძემ.

მან ასევე ბაზრების მიმდებარე ტერიტორიების მოწესრიგების სურვილი გამოთქვა. მან ელიავას ქუჩის მოწესრიგებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მდგომარეობა უნდა შენარჩუნდეს.

“გასულ კვირას ზედამხედველობის სამსახურის მუშაობის შედეგად, ელიავას ქუჩები გათავისუფლდა სამშენებლო მასალებისგან და საბურავებისგან, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა გადაადგლების თვალსაზრისით. ეს უნდა შევინარჩუნოთ და სხვა რაიონებში ბაზრების მიმდებარე ტერიტორიები უნდა მოწესრიგდეს.

ბიზნესს არ ვერჩით, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა მოწესრიგდეს. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, ძალიან გამიხარდება თუ ჩვენ არ მოგვიწევს ადამიანების დაჯარიმება. მსურს ყველას მივმართო, რომ ბიზნესი ქალაქის იერსახის ხარჯზე არ უნდა გაკეთდეს. ყველას ინტერესი გათვალისწინებული და დაცული უნდა იყოს. სხვისი უფლებების შელახვის გარეშე უნდა მოხდეს ეს ყველაფერი. თუ გვაქვს მსგავსი ადგილები მაქსიმალურად დროულად უნდა მოწესრიგდეს“, – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები