LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიზნესმენი, სოდის ყოფილი უფროსი, HUB Georgia-ს დამფუძნებელი – ვინ არიან ძმები კოდუები, რომლებიც არაერთხელ გახვეულან სკანდალში

56839
ფაგაარჰ

ძმებ დავით, გიორგი და ერეკლე კოდუებს საზოგადოება კარგად იცნობს. მათი სახელი არაერთხელ გახვეულა სკანდალში. ბოლო დროს კი განხილვის საგანი დავით კოდუას სასიყვარულო ამბავი გახდა.

საქმე ისაა, რომ მოდელმა და ტელეწამყვანმა ალექსანდრა პაიჭაძემ რამდენიმე დღის წინ დაწერა, რომ სწორედ მისგან ელოდება შვილს, გოგონას, რომელიც უკვე მალე მოევლინება სამყაროს.

მისტერ და მისის კოდუები, – დაწერა ალექსანდრა პაიჭაძემ სოციალურ ქსელში და მათი ერთობლივი ლფოტოები გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში.

“აი, ვინმე დაიჯერებს, რომ შეიძლება ეს ადამიანი არ გიყვარდეს უზომოდ?” – რა ვიდეოს აქვეყნებს ალექსანდრა პაიჭაძე

 

 

საყვარელი მამაკაცის ვინაობის გამჟღავნებამდე, მოდელმა გადაცემა „სთორიში“ თქვა, რომ მის რჩეულს ბევრი პრობლემა აქვს, ფაქტობრივად ფსკერზეა, მაგრამ მაინც ახერხებს, რომ შეუდარებელი და მზრუნველი მამაკაცი იყოს.

მიმდინარე წლის აპრილში დავით კოდუა ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით, კოდუას ოჯახის წევრებმა – მეუღლემ, ნათია გედევანიშვილმა და შვილმა, კატო კოდუმ განმარტეს, რომ კონფლიქტის ღამეს ადგილი ჰქონდა მხოლოდ სიტყვიერ დაპირისპირებას და არა ფიზიკურ ძალადობას.

კითხვაზე, ფიზიკურად შეეხო, თუ არა მეუღლე, გედევანიშვილმა მედიას მაშინ ასე უპასუხა: „არა, უბრალოდ ხელი მკრა და დავვარდი, თვალი დავარტყი სავარძელს“

ფიზიკური დაზიანება აღენიშნებოდა, როგორც მეუღლეს, ასევე მის შვილს… ამბობდნენ, რომ კოდუას საყვარელი ჰყავდა – ბიზნესმენის საქმის გამომძიებელი

ოჯახმა დავით კოდუას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება და მისთვის შემაკავებელი ორდერის გამოწერა მოითხოვა.

მოგვიანებით, დავით კოდუა გირაოთი გაათავისუფლეს.

 

საზოგადოებისთვის ასევე კარგად ცნობილია, დათო კოდუას ძმა, გიორგი კოდუა. ის საერთაშორისო ავიაკომპანიის, “skyGeorgia”-ს გენერალური დირექტორი იყო. მოგვიანებით კი ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა HUB Georgia დააფუძნა.

მისი მეუღლე ყოფილი მოდელი თეონა ჩარკვიანია. წლების წინ „რეიტინგისთვის“ მიცემულ ინტერვიუში თეონა ჩარკვიანმა მეუღლეზე ისაუბრა. გთავაზობთ, ამონარიდს ინტერვიუდან:

რო­დე­საც მას­თან ერ­თად რა­ი­მე შეხ­ვედ­რა­ზე მი­დი­ხარ, სა­მოსს გი­ორ­გი ხომ არ გირ­ჩევს?

კი, ხში­რად ყო­ფი­ლა ასე­თი შემ­თხვე­ვა. ასე­ვე ხში­რად მა­ნე­ბივ­რებს სა­მო­სით, და­მო­უ­კი­დებ­ლა­დაც ყი­დუ­ლობს.

 

 

შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ შენს ჩაც­მუ­ლო­ბა­ზე დე­დამ­თი­ლი და ქმა­რი ზრუ­ნა­ვენ?

კი ასეა (იცი­ნის).

მო­დე­ლო­ბას თავი სა­ბო­ლო­ოდ და­ა­ნე­ბე?

– შე­იძ­ლე­ბა ასეც ით­ქვას, მაგ­რამ ამის მი­ზე­ზი ვინ­მეს, მით უმე­ტეს გი­ორ­გის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ ყო­ფი­ლა, მას არ აქვს ასეთ რა­ღა­ცებ­ზე გარ­თუ­ლე­ბა. ვსწავ­ლობ და მირ­ჩევ­ნია ამას მო­ვახ­მა­რო მთე­ლი ენერ­გია, ვიდ­რე მო­დე­ლო­ბას.

გათხოვების შემდეგ თეონა ჩარკვიანმა მოდელობას თავი დაანება.

 

ყურადღებისა და მუდმივი განხილვის ცენტრში იყო მათი ძმა ერეკლე კოდუაც. სოდის ყოფილი უფროსი წლებია საქართველოდან წავიდა და უნგრეთში ცხოვრობს.

ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანთან დაშორების შემდეგ ის უკრაინელი წარმოშობის გოგონათი, კატიკა დიდათი მოიხიბლა.

წყვილმა გასულ წელს იქორწინა.

 

 

ეს ერეკლე კოდუასთვის მესამე ქორწინებაა.

მას სამი ქორწინებიდან 5 შვილი ჰყავს.

 

ძმები ერეკლე და დავით კოდუები დედასთან, ლაურა ღაჭავასთან ერთად
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები