LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიზნესმენ სოსო ფხაკაძის ოჯახური იდილია: „ნათია ისევე მიყვარს, როგორც მიყვარდა 1997 წელს…“

28326
fxakadze221

ცნობილი ბიზნესმენი სოსო ფხაკაძე თათია შარანგიას გადაცემაში ,,სთორი” თავისი პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციას უზიარებს.

„ნათია პატარა იყო, როცა მომეწონა. მივედი, ვეცეკვე. მაშინ ტელევიზორში არ გამოვდიოდი, ეს ფუფუნება არ მქონდა. უცხოელი მეგონა… როგორც მოდელს, მას სურვილი არ ჰქონია, რომ ემუშავა. მისთვის ეს არ დამიშლია, ამას ცალსახად ვიტყვი. ნათია მუშაობდა სარეკლამო კომპანიაში, ჯერ ჩვენთან და შემდეგ სხვაგან წავიდა ისე, რომ ჩემთვის  არც უთქვამს.. მერე გადაერთო შვილებზე. ბოლო დროს არის ჩართული რაღაცებში და ამასაც ახერხებს.

ნათია ძალიან მოსიყვარულე დედაა. ჩვენთან სიტყვა კონფლიქტი დავიწყებული გვაქვს. ასეთი გარემოება არ დგება ხოლმე. ალბათ, დიდი სიყვარულის გამოა ის გარემო, ჰარმონია და ურთიერთობები, რაც არსებობს. ის, რაც ჩვენ გვაქვს ოჯახში, ასეთი წარმომიდგენია ოჯახი. სიყვარულმა ზღვარი არ იცის. თუ გიყვარს, გიყვარს ბოლომდე… სიყვარული ორმხრივია. თუ მეორე მხარეს თანხმობა არ არის, ურთიერთობებში, ნაპერწკალში, განწყობებში, იქ დიდი სიყვარული არასდროს იქნება. ნათია ისევე მიყვარს, როგორც მიყვარდა 1997 წელს… ჩვენი სურვილია ეს…“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები