LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიზნესისთვის ახალი ელექტრონული სერვისები შემუშავდა

88

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან რაზმაძე საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში ბიზნესმენებს შეხვდა. შეხვედრას 100-მდე ბიზნეს კომპანია ესწრებოდა. ბიზნესმენებთან შეხვედრა დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ გახსნა.

ლევან რაზმაძემ ბიზნესმენებს გააცნო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში მიმდინარე წელს განხორციელებული რეფორმები, ასევე საკანონმდებლო ცვლილებები, მათ შორის, ტენდერის ჩატარების ახალი მეთოდები და პროცედურები.

აღსანიშნავია, რომ სააგენტომ ბიზნესისთვის ახალი ელექტრონული სერვისები შეიმუშავა.

როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში აცხადებენ, განხორციელებული რეფორმების მიზანს წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვებში ბიზნესმენების მონაწილეობის ხელშეწყობა და მათთვის „სამართლიანი თამაშის“ წესების დადგენა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები