LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიზნესის რეგისტრაციის დროს მეწარმეები სამართლებრივ ფორმად შპს-ს ირჩევენ

55

2015 წლის დეკემბრის თვეში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობამ 4 203 ერთეული შეადგინა. ამის შესახებ ”ფორტუნას” საჯარო რეესტრიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით,  აღნიშნულ სუბიექტებს შორის 97% სამეწარმეო სუბიექტია (ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, კოოპერატივი, უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი), ხოლო 3% – არასამეწარმეო სუბიექტი (არასამეწარმეო იურიდიული პირი, უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი).

საჯარო რეესტრის ცნობით, დეკემბრის თვეში დაფიქსირდა ზრდა როგორც წინა თვესთან (16.8%-ით), ასევე, წინა წლის იმავე თვესთან (4.8%-ით) შედარებით. 2015 წლის დეკემბრის თვეში წინა თვესთან შედარებით სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 16.4%-ით, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 28.0%-ით გაიზარდა.

”აღნიშნული ტენდენციისგან განსხვავებით, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით დაფიქსირდა სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობის ზრდა 5.8%-ით და არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობის კლება 17.9%-ით. დეკემბრის თვეში ბიზნეს სუბიექტთა უმეტესობა დარეგისტრირდა ინდივიდუალური მეწარმის (2 252 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 53.6%) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (1 739 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 41.4%) სახით. როგორც ჩანს, ბიზნეს სუბიექტთა 95% მხოლოდ აღნიშნულ სამართლებრივ სტატუსებს ანიჭებს უპირატესობას. ამავე თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა: 127 არასამეწარმეო იურიდიული პირი, 65 კოოპერატივი, 12 უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, 7 სააქციო საზოგადოება, და 1 საჯარო სამართლის იურიდიული პირი“, – ნათქვამია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები