ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში საქართველოს პოზიცია გაუარესდა – მსოფლიო ბანკის Doing Business-ის რეიტინგში ჩვენი ქვეყანა ერთი ქულით ჩამოქვეითდა და მე-6-დან მე-7 ადგილზე გადაინაცვლა. საერთაშორისო რეიტინგი დღეს გამოქვეყნდა. ჩამოქვეითების მიუხედავად საქართველო 190 ქვეყანას შორის, კვლავ პირველ ათეულში რჩება.
აღსანიშნავია, რომ Doing Busineness-ის რეიტინგში წელსაც ახალი ზელანდია ლიდერობს, მას მოსდევს სინგაპური, ჰონგ-კონგი, დანია… რეიტინგში ბოლო ადგილზე სომალია.
წელს საქართველოს რეიტინგში ჩამოქვეითების მიზეზი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ქულების გაუმჯობესება გახდა, რამაც ეს უკანასკნელი რეიტინგში დააწინაურა.
„ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში” საქართველომ პოზიცია გაიუმჯობესა
საქართველო წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: ლუქსემბურგი, შვედეთი, ფინეთი, ლიეტუვა...
შეგახსენებთ, Doing Business-ის რეიტინგის შედგენისას ისეთ კომპონენტებს ითვალისწინებენ, როგორებიცაა: ბიზნესის დაწყება, სამშენებლო ნებართვების აღება, ელექტროენერგიის მიწოდება, ქონების რეგისტრაცია, სესხზე ხელმისაწვდომობა და სხვა.