LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიზნესი შველას ითხოვს – „გთხოვთ დაგვეხმაროთ საშვების მიღებაში და მოგვცეთ ფუნქციონირების საშუალება”

171
Businessman drowning in the sea and asks for help

ბიზნესი შველას ითხოვს და ხელისუფლებას მიმართავს, რომ საშვების მიღებაში დაეხმაროს.

საუბარია ქართულ-გერმანული ლოგისტიკური ცენტრის „ბართ ლოგისტიკის“ და საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია „ვენგოს“ საქმიანობაზე. კომპანიის წარმომადგენელი ლევან ნებიერიძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც ეკონომიკის სამინისტროს, შემოსავლების სამსახურს, თბილისის მერიას და პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას მიმართავს.

„როგორ უნდა ვიმუშაოთ, აღარ ვიცი. მინდა წარმოიდგინოთ ჩვენი მდგომარეობა ამ სიტუაციაში, რა დღეში ვართ ქართულ-გერმანული ლოგისტიკური ცენტრი „ბართ ლოგისტიკი“ და საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია „ვენგო“: 10.000 კვადრატული მეტრი საბაჟო საწყობი, სრულიად სავსე საქონლითმათ შორის კვებისა და სამედიცინო პროდუქტებით.

საბაჟო საწყობი მუდმივი საბაჟო მეთვალყურეობის ქვეშ არის – რაც სხვა ფორმალობასთან ერთად ნიშნავს, რომ სრულად ვართ ვიდეო მეთვალყურეობის ქვეშ, ჩანაწერი 6 თვის განმავლობაში ინახება და მცირე შეცდომის შემთხვევაშიც ჩვენი პასუხისმგებლობა და რისკები ძალიან მაღალია. ამასთან მუდმივია საერთაშორისო ტვირთის გადინება-შემოდინება, რის გამოც, ცხადია, ოპერაციებს ვერ ვაჩერებთ.

მეტიც, არათუ გაჩერება, არამედ ვალდებულებები გვაქვს საბაჟოსთან საერთაშორისო ტვირთის სწრაფად დაცლა/დატვირთვასა და გაფორმებაზე.

მოკლედ, დამეთანხმებით, რომ ამის გაკეთება ყოვლად შეუძლებელია პერსონალის ადგილზე ყოფნის გარეშე, წარმოუდგენელ პრობლემას ვაწყდებით. ადგილზე უნდა იყოს დაცვაც, პერსონალიც და მენეჯმენტის ნაწილიც, ვინც ლოგისტიკურ ოპერაციას ზედამხედველობას უწევს. საჭიროა ქალაქშიც გადაადგილება დღის სხვადასხვა პერიოდში – დაცვის და პერსონალის ცვლების შესაცვლელად.

რა თქმა უნდა ყველა რეკომენდაციით მოვაწყეთ სამუშაო ადგილი – დეზობარიერით დაწყებული ნიღბებითა და ხელთათმანებით დასრულებული. საშინელ დღეში ვართ – ნაწილი თანამშრომლებისა ისედაც გამოგვაკლდა, რაკი ქალაქგარეთ ცხოვრობენ.

ვერ ავიღეთ საშვებიფიზიკურად ვერავის დავუკავშირდით. საშვებთან დაკავშირებით მივმართეთ საბაჟო დეპარტამენტს, გადაგვამისამართეს ფინანსთა სამინისტროში, ხოლო ფინანსთა სამინისტროდან გადაგვამისამართეს ეკონომიკის სამინისტროში. იქედან მერიაში. ურთულესია ამ ნომრებზე რეკვასაათები გვეხარჯება.

მთელი სამუშაო სულ რამდენიმე ადამიანზეა გადანაწილებული, რომლებიც საწყობთან ახლოს ცხოვრობს. რა უნდა გააკეთოს თანამშრომელმა, რომელიც 5 კილომეტრს ფეხით გამოივლის სამსახურამდე,

ამას უსამართლობის გრძნობაც ემატება, როდესაც ქუჩაში ასობით მანქანას ვხედავ, ახალგაზრდა გოგო-ბიჭებით, რომლებმაც გაურკვეველია სად და როგორ მოახერხეს საშვების აღება“, – აცხადებს ლევან ნებიერიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები