LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიზნესი მთავრობისგან შეღავათებს ითხოვს

104
სოსო

ბიზნესასოციაცია “ოქროს სიის” აღდგენას ითხოვს. ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე აცხადებს, რომ ის ამით ბიზნესის განწყობას და ხედვას აფიქსირებს.

“გვინდა, რომ ის რეგულაცია, რომელიც “ოქროს სიასთან” დაკავშირებით მაისის ბოლოს იქნა მიღებული გაუქმდეს,” – ამბობს ფხაკაძე.

მისი თქმით, ეს სწორი გადაწყვეტილება იქნება. “ახლა ძალიან მნიშვნელვანია, რა არის მთავრობის გადაწყვეტილება და ისინი რას ფიქრობენ ამ საკითხზე. გვინდა, შეღავათები ისევ ისე აღდგეს, როგორც იყო“, – აცხადებს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის გადაწყვეტილებით, “ოქროს სიის” 218 წევრ კომპანიას იმპორტის გადასახადის 30–დღიანი ვადა გაუუქმდა და 5 დღემდე შეუმცირდა. ასევე, ყველასთვის გაუქმდა წინასწარ დეკლარირების შემთხვევაში გადახდის 15-დღიანი პერიოდი.

დღეს ბიზნესის მოსაზრებებს პრემიერ-მინისტრი ეკონომიკურ გუნდთან ერთად ისმენდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები