LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიზნესი ლარის კურსთან დაკავშირებით მკვეთრ რყევებს არ ელოდება

87

ბიზნესი ლარის კურსთან დაკავშირებით მკვეთრ რყევებს არ ელოდება. ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი ჭირაქაძის განცხადებით, ლარის შესუსტების რისკი მაშინ იარსებებს, თუ მეზობელ ქვეყნებში ვითარება შეიცვლება და ნავთობის ფასი ისევ დაიწევს.

”ლარის კურისის გამყარება დიდწილად დაკავშირებულია იმასთან, რაც გლობალურად ხდება. თუ დააკვირდებით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, რაც ლარი მყარდება, გლობალურ ბაზრებზე ამერიკული დოლარი სუსტდება. რასაკვირველია, მნიშვნელოვანია ქვეყნის შიდა პროცესებიც. დიდწილად, ეს დაკავშირებულია მონეტარულ პოლიტიკასთან. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, ტურისტების რაოდენობის და ინვესტიციების ზრდა ქვეყანაში. ყველა ეს ფაქტორი დადებითად აისახება და ველი, რომ ლარის კურსი სტაბილური იქნება,” – განაცხადა ჭირაქაძემ.

ბიზნესმენი სოსო ფხაკაძე ფიქრობს, რომ ლარის გამყარება საარჩევნო პერიოდს არ უკავშირდება. მისი თქმით, საგარეო შოკი მოხსნილია და ზოგადი მაკროეკონომიკური სურათის გათვალისწინებით, კურსი კიდევ უფრო გამყარდება.

”ამას მიესალმება მთელი ბიზნესი. ის, რაც დღეს ხდება, გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ უახლოეს პერიოდში ლარის კურსის გამყარებას უნდა ველოდოთ. მთავარი იქნება სეზონური ფაქტორი – ტურისტების ნაკადები გაიზრდება, ინვესტიციებიც უფრო აქტიურად შემოდის” – განაცხადა ფხაკაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები