საფრანგეთის პირველმა ლედი, ბრიჯიტ მაკრონმა ელისეის სასახლეში საქმიანი შეხვედრა გამართა. ის ალჟირელი ტერორისტების მიერ მოკლული ფრანგი ჯარისკაცის დედას შეხვდა. 58 წლის ლატიფა იბნ ზიატენთან შესახვედრად 65 წლის მაკრონმა არჩევანი კლასიკური და სპორტული სტილის კომბინაციაზე გააკეთა. ის შეხვედრაზე ლურჯი ფერის პიჯაკში, ტანზე მომდგარ ჯინსებსა და მაღალქუსლიან ფეხსაცმელში გამოჩნდა.
საფრანგეთის პრეზიდენტის მეუღლე ყოველთვის იქცევს ყურადღებას საკუთარი ჩაცმულობით. ის ერთ-ერთ ყველაზე გემოვნებიან პირველ ლედიდ ითვლება.