LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიზნეს სექტორთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრმა მემორანდუმი გააფორმა

81

ბიზნეს სექტორთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრსა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც „ფორტუნას“ თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრიდან აცნობეს, მემორანდუმის მიზანია ცენტრსა და ბიზნეს სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობა და კოორდინირებული მუშაობა ასოციაციის, როგორც საშუამავლო რგოლის, დახმარებით.

დასახული მიზნების განსახორციელებლად შეიქმნება საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც მემორანდუმით გათვალიწინებულ საკითხებზე იმუშავებს.