LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიუროკრატული ხარჯების შემცირების ზუსტი მოცულობა 3 თვის შემდეგ გაირკვევა

67

ბიუროკრატული ხარჯების შემცირების ზუსტი მოცულობა რეორგანიზაციისა და ოპტიმიზაციის პროცესის დასრულების შემდეგ დაზუსტდება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს პროცესი 2018 წლის პირველ კვარტალში დასრულდება.

„უნდა აღინიშნოს, რომ ცვლილებები ასახულია მხოლოდ ტექნიკურ ნაწილში. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში თანხებიც და დასაქმებულების რაოდენობაც გადანაწილებულია იმის მიხედვით, თუ რომელი სამინისტრო გაერთიანდა და რომელი ფუნქციებიც სად გადავიდა. აღსანიშნავია, რომ არ შემცირებულა არც დასაქმებულთა და არც თანხების მოცულობა. როგორც კი საქართველოს პარლამენტი დაამტკიცებს სტრუქტურულ ცვლილებებს და ახალი ხელმძღვანელები დაიწყებენ მუშაობას, გამოცხადდება რეორგანიზაცია და ოპტიმიზაციის პროცესი და მხოლოდ ამ პროცესის დასრულების შემდეგ მოხდება ზუსტი დათვლა რა თანხის ეკონომია მოხდა აღნიშნული სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, აღსანიშნავია, რომ ამ ცვლილებებს ექნება არა ერთჯერადი ეკონომიის ეფექტი, არამედ ადმინისტრაციული ხარჯები მომავალ წლებშიც მუდმივად შემცირებული იქნება. მისი თქმით, ბიუროკრატული ხარჯების შემცირებით მიღებული გამოთავისუფლებული თანხები დაემატება შესაბამისი სამინისტროების იმ პროგრამებს, რომელზედაც დამატებითი მოთხოვნები იყო დაყენებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები