LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ბიუ-ბიუ” მეფრინველეობის ახალ კომპლექსს ხსნის

312

”ბიუ-ბიუს”  ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია ”ჩირინა” მეფრინველეობის ახალ კომპლექსს ხსნის. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, კომპლექსი 16 მარტს გაიხსნება და მას ”სართიჭალა 2” ერქმევა.

”მეფრინველეობის ახალი კომპლექსი საშუალებას მოგვცემს წარმოება გავზარდოთ და თითქმის გავაორმაგოთ.  ”ჩირინას”  პირველ კომპლექსში, ”სართიჭალა 1”- ში ამ ეტაპზე 12 ფერმას ვფლობთ. ახალ კომპლექსში კი დამატებით, 16 ფერმაა გაერთიანებული”, – განაცხადეს შპს ”ჩირინაში”.

მათივე ინფორმაციით, ”სართიჭალა 2”-ში 30 ადამიანი დასაქმდება.

ბიუ-ბიუ-ს მწარმოებელი კომპანია „ჩირინა“ ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბური მეფრინველეობის კომპლექსია. კომპანია ვერტიკალურადაა ინტეგრირებული, რაც აძლევს მას  სრულად აკონტროლოს ხარისხი წარმოების ყველა ეტაპზე – ფრინველის კვებისთვის საჭირო ნედლეულის მოპოვებიდან დაწყებული, ქათმის ხორცპროდუქტების დისტრიბუციითა და რეალიზაციით დამთავრებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები