LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბირჟა მაფიის” წევრი მიხეილ მგალობლიშვილი გაათავისუფლეს

93

„ბირჟა მაფიის“ წევრი მიხეილ მგალობლიშვილი მოსამართლემ დარბაზიდან გაათავისუფლა,  გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. მგალობლიშვილი 50 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, მას ჩამოართმევენ პასპორტსაც. 

სასამართლო სხდომაზე რეპერმა განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა მარცხენა უკანა ჯიბეში ჩაუდეს ნარკოტიკი, შემდეგ კი გაჩხრიკეს და თავისივე ჩადებული ნარკოტიკული საშუალება “აღმოაჩინეს”.

დაცვის მხარე მგალობლიშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ გირაოს გადახდისთვის მზადაა. ადვოკატის თქმით, ოჯახს არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა, თუმცა მზადაა, გირაოს სახედ ბინა ჩადოს.

15 საათზე ჯგუფის მეორე წევრის, გიორგი ქებურიას სასამართლო პროცესი დაიწყება.

პროკურატურამ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც უწყება მზადყოფნას გამოთქვამდა, რეპერებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახე – პატიმრობა ნაკლებად მძიმე ღონისძიებით შეეცვალა.

ჰიპ-ჰოპ პროექტის ”ბირჟა მაფიის” წევრებს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვას ედავებიან. საქმე გამოსაძიებლად პროკურატურას გადაეცა, რადგან დაკავებულები ამტკიცებენ, რომ ნარკოტიკული საშუალება მათ პოლიციის თანამშრომლებმა ჩაუდეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები