LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ბირჟა მაფიის” წევრების მიმართ სისხლის სამართლის საქმეები წყდება

66

”ბირჟა მაფიის” წევრების მიმართ სისხლის სამართლის საქმეები წყდება. პროკურატურა საქმის წარმოებას, როგორც გიორგი ქებურიას, ასევე მიხეილ მგალობლიშვილის მიმართ წყვეტს.

გიორგი ქებურიასთან დაკავშირებით დღეს ქებურიას ადვოკატებს პრესკონფერენცია აქვთ ჩანიშნული. არსებული ინფორმაციით, ორივე საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის მოტივი არასაკმარისი მტკიცებულებებია.

„ბირჟა მაფიას“ ორი წევრი ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ბრალდებით 8 ივნისს დააკავეს. სასამართლომ მიხეილ მგალობლიშვილს გირაო 50 ათასი ლარის, გიორგი ქებურიას კი 20 ათასი არის ოდენობით შეუფარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები