დიდ ბრიტანეთში, ჰერფორდშირის საგრაფოში უცნაური შემთხვევა მოხდა. 29 წლის ჩარლი ლელომ სუპერმარკეტში ჩვეულებრივი კვერცხები შეიძინა და მათგან იხვები გამოიჩეკა. ამის შესახებ ,,ბიბისი” წერს.
ქალს სურდა, რომ ,,ფეისბუქზე” ნანახი ვიდეოს რეალურობა შეემოწმებინა, ამიტომ ექსპერიმენტი ჩაატარა. კვერცხები ინკუბატორში მოათავსა და ერთი თვის შემდეგ ფრინველებიც გამოჩნდნენ. ჩარლიმ მათ სახელებიც მოუფიქრა და – ბიპი, პიპი და მიპი დაარქვა.
„ცოტა ხნის წინ ვნახე ვიდეო, სადაც ჩვეულებრივი კვერცხებისგან წიწილები გამოიჩეკნენ. ძალიან მინდოდა ექსპერიმენტი ჩამეტარებინა, თუმცა თან იმასაც ვფიქრობდი რომ სუპერმარკეტის კვერცხი სავარაუდოდ გამოუსადეგარი იქნებოდა. საბოლოოდ მაინც გავრისკე და საოცარი შედეგი მივიღე.“
ბრიტანელს სახლში ქათმებიც ყავს და პირობას დებს, რომ პატარა იხვებს ნამდვილად ბედნიერი ცხოვრება ექნებათ.
„მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გამო ჩვეულებრივზე მეტი თავისუფალი დრო მაქვს, ამიტომ ეს საქციელი რისკი არ ყოფილა. პირობას ვდებ, რომ პატარებზე მთელი გულით ვიზრუნებ.“