LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიორკის ქართული შემოდგომა და მადლობა თბილისს

116

ისლანდიელი შემსრულებლის, ბიორკის ვიზიტი საქართველოში ხანგრძლივი და დატვირთული გამოდგა. მუსიკოსმა ორი კონცერტის განმავლობაში მუსიკალური ემოციები გასცა და დაიბრუნა კიდეც, ქართული ფოლკლორის მოსმენის საშუალება მას უშუალოდ ჰქონდა, ოპერის თეატრში მას სცენაზე ყვავილების მთელი კორიანტელი უძღვნეს მსმენელებმა, თბილისის ქუჩებში გაპარულმა ბიორკმა სხვადასხვა კაფე მოიარა, გასინჯა ქართული კერძები და ნამდვილი თბილისიც გაიცნო.

ყოველივე ამან მისცა საშუალება, ვიზიტის დასრულებისას სოციალურ ქსელში ასეთი პოსტი გამოექვეყნებინა:

“შემიძლია, მადლობა გადავუხადო თბილისის უძლეველ მაცხოვრებლებს? ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ჯადოსნური, პოლიფონიური გუნდებით და ელექტრონული მუსიკის ლეგენდებით განებივრებული პერიოდი. ჩავიძირე ყვავილებშ ისაუკეთესო ბისის დროს? დიახ.

გულითადად, ბიორკი“

ბიორკი, 12 კაციან ჯგუფთან ერთად საქართველოში 28 ოქტომბერს ჩამოფრინდა, SOU festival-ის ორგანიზებით და ROOMS HOTELS-ის მხარდაჭერით, კონცერტები 31 ოქტომბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზსა და 3 ნოემბერს ოპერისა და ბალეტის თეატრში, ევგენი მიქელაძის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სიმების თანხლებით გაიმართა.

ორივე კონცერტზე, ისლანდიელმა ვირტუოზმა ქართველ მსმენელს უახლესი ნამუშევარი, „Vulnicura” წარუდგინა. „Vulnicura” თითქმის ყველა მოწინავე მუსიკალურმა პლატფორმამ წლის საუკეთესო ალბომად დაასახელა, კრიტიკოსებმა კი ალბომს Björk-ის ყველაზე “პერსონალური“ და „გულწრფელი“ ნამუშევარი უწოდეს. კონცერტები მოიცავდა არტისტის შემოქმედებიდან საკვანძო სიმღერასაც.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები