LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიორკის ოპერის კონცერტის ბილეთები სრულად გაიყიდა

105

ლეგენდარული ისლანდიელი მუსიკოსის, Björk-ის  თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დაგეგმილი კონცერტის ბილეთები სრულად გაყიდულია.

მსოფლიოში აღიარებული ავტორ შემსრულებლის კონცერტს,  კლასიკურ დარბაზში 3 ნოემბერს, დაახლოებით 1000 ადამიანი დაესწრება.

ამ დროისთვის ისევ იყიდება 31 ოქტომბრის კონცერტზე დასასწრები ბილეთები, რომელიც თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება. (ბილეთების შეძენა ფილარმონიის სალაროებშიც არის შესაძლებელი. ფასი: 200 ლარიდან )

ისლანდიელი მუსიკოსის მოსასმენად თბილისს მსმენელი სხვა ქვეყნებიდანაც ეწვევიან. მათ შორის ბილეთები ისეთ ქვეყნებშიც გაიყიდა, როგორიცაა მადაგასკარი და მავრიტანია. ასევე – დიდი ბრიტანეთი,  გერმანია, ბელგია, საფრანგეთი, ჩინეთი და იაპონია.

ორივე კონცერტზე საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სიმების თანხლებით, ისლანდიელი ვირტუოზი ქართველ მსმენელს უახლეს ნამუშევარს „Vulnicura”-ს წარუდგენს. „Vulnicura” თითქმის ყველა მოწინავე მუსიკალურმა პლატფორმამ წლის საუკეთესო ალბომად დაასახელა, კრიტიკოსებმა კი ალბომს Björk-ის ყველაზე “პერსონალური“ და „გულწრფელი“ ნამუშევარი უწოდეს. კონცერტები მოიცავს არტისტის რამოდენიმე საკვანძო სიმღერასაც, მისი მუსიკალური წარსულიდან. შესრულდება ახალი სიმღერებიც. კონცერტების მასპინძელი მუსიკალური პლატფორმა SOU-ა და სასტუმროების ქართული ბრენდი ROOMS HOTELS -ია.

შეგახსენებთ, რომ ბიორკის რამდენიმედღიანი ვიზიტის ფარგლებში, შემსრულებლისთვის სვანეთში, კახეთში, ზემო აჭარასა და გურიაში სპეციალური ექსპედიცია დაიგეგმა, რომლის ფარგლებშიც ის ქართულ ხალხურ მუსიკას გაეცნობა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები