LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბიონტექი” მარეგულირებლებისგან 5-11 წლის მოზარდების “ფაიზერით” ვაქცინაციის ნებართვას ითხოვს

94
1

კომპანია “ბიოენტექი” აპირებს მარეგულირებლებისგან მოიპოვოს ნებართვა “ფაიზერთან” თანამშრომლობით შექმნილი კოვიდვაქცინა 5-11 წლის ასაკობრივ ჯგუფსიც გამოიყენონ.

შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ბიოტექნოლოგიური ფირმის ორმა ხელმძღვანელმა Der Spiegel-ს განუცხადა. 

“მზადება კარგად მიმდინარეობს. კომპანია მარეგულირებლებს მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმართავს და წარუდგენს იმ კვლევის შედეგებს, რომლებიც ამ ასაკობრივ ჯგუფში ჩატარდა.

ჩვენ გამოვაქვეყნებთ ჩვენი კვლევის შედეგებს და მოვითხოვთ ვაქცინის დამტკიცებას არა მხოლოდ ევროპის, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით”, – თქვა კომპანიის მთავარმა სამედიცინო ოფიცერმა ოზლემ თუერეჩიმ.

ამ ეტაპზე “ფაიზერის” ვაქცინა დამტკიცებულია მოზრდილებსა და 12 წელს ზემოთ მყოფ პირებში.