ვარსკვლავურმა სტილისტმა, ელიზაბეტ სტიუარტმა საქველმოქმედო ღონისძიება დააანონსა, მისი განცხადებით ბიონსეს, ჯენიფერ ლოპესის, ჯულია რობერტსის, კეიტ ბლანშტის, Сardi B – სა და სხვა ვარსკვლავების კაბები აუქციონზე გაიყიდება.
აუქციონი eBay-ზე გაიმართება, თანხები კი კორონავირუსთან საბრძოლევლ ფონდში, Direct Relief გადაირიცხება.
აუქციონზე „ლუი ვიტონის“, „რალფ & რუსოს“, კრისტიან სირიანოს და კიდევ უამრავი ცნობილი ბრენდის კაბები იქნება წარმოდგენილი. აუქციონი უკვე დაიწყო და ის 10 დღეს გაგრძელდება.