LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიონსეს დედამ რასისტი უწოდა მათ, ვინც აცხადებს, რომ არტისტმა კანი გაიღიავა და სურს თეთრკანიანი იყოს

145
page

ბიონსე ახალი მუსიკალური ფილმის „რენესანსის“ პრემიერას დაესწრო, რომელიც ბევერლი-ჰილზში შედგა. მუსიკალური ტურნესა და ალბომის მხარდასაჭერი ფილმის პრემიერზე მუსიკოსმა ნამდვილი ფურორი მოახდინა. ის წითელ ხალიჩაზე რადიკალურად შეცვლილი იმიჯით გამოჩნდა. მან თმა ღია ქერად შეიღება.

ბიონსე ქერა გახდა – მუსიკოსი „ვერსაჩეს“ კაბასა და „ტიფანი და კოს“ სამკაულებში ბრწყინავდა

მის გამოჩენას მედიაში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. მას კიმ კარდაშიანს ადარებენ, მეტიც, ბევრი ფიქრობს, რომ არტისტს ღია ფერის კანი სურს და პერიოდულად იღიავებს.”

როგორც ჩანს კრიტიკას ვერ გაუძლო ბიონსეს დედამ, ტინა ნოულზმა, რომელმაც მედიასთან განცხადებაც კი გააკეთა. ის რასისტს უწოდებს მას, ვინ აცხადებს, რომ არტისტმა კანი გაიღიავა და სურს თეთრკანიანი იყოს.

„ის იღებ მონაწილეობას ფილმში, Renaissance, რომლის მთავარი თემა ვერცხლია. თქვენ კი იდიოტებო, ფიქრობთ რომ მას სურს თეთრკანიანი იყოს… როგორი დასანანია, რომ შურმა დაგაბრმავათ“, – განაცხადა ტინამ.

ცნობისთვის, ბიონსეს საკულტო ტურნეს, Renaissance-ის ფილმის „ტრეილერი“ ცოტა ხნის წინ გავრცელდა. ის ბიონსესა და მისი შვილის, რუმის ვიდეოთი იწყება. ტრეილერში არა მხოლოდ კონცერტის ნაწყვეტები ჩანს, არამედ კადრს მიღმა სცენებსაც.

„ჩემს ცხოვრებაში აღარავისთვის აღარაფერი დამრჩა დასამტკიცებელი“, – ამბობს ვარსკვლავი ვიდეოში.

ცნობისთვის, ფილმის პრემიერა 1-ელ დეკემბერს შედგება.

„ჩემს ცხოვრებაში აღარავისთვის აღარაფერი დამრჩა დასამტკიცებელი“ – ბიონსეს საკულტო ტურნეს, Renaissance-ის ფილმის ტრეილერი გავრცელდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები