LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიონსეს და ჯეი-ზის დასვენება 30 მილიონი დოლარი დაჯდა

49

ბიონსემ და ჯეი-ზიმ რამდენიმე თვე მოგზაურობაში გაატარეს. წყვილმა გადაწყვიტა, დედამიწის ყველაზე ლამაზი ადგილები მოენახულებინათ. ვარსკვლავებს დასვენება არც ისე იაფი დაუჯდათ, მსოფლიოს საუკეთესო პლაჟების მოსანახულებლად მათ 30 მილიონი დოლარი დახარჯეს.

LOOK Magazine-ის ცნობით, წყვილი დახარჯული მილიონების გამო სულაც არ წუხს, მათი ქონება 600 მლნ დოლარზე მეტად არის შეფასებული.

გამოცემის ინფორმატორი ამბობს, რომ მომღერლები მიეჩვივნენ კომფორტულად დასვენებას და ყველაფერს აკეთებენ, რომ იდილია არავინ დაურღვიოს, სწორედ ამიტომ ქირაობენ კერძო თვითმფრინავებს და ცხოვრობენ ვილებში განმარტოებით.

დღე-ღამის განმავლობაში ცოლ-ქმარი სულ მცირე 6 ათას დოლარს  ხარჯავს. მაგალითად –  ტაილანდში ისვენებდნენ ვილაში, სადაც 1 ღამის გატარება 15 000 აშშ დოლარი ღირს, ფლორენციაში კი სასტუმრო Four Seasons-ის ლუქსში გაჩერდნენ, რომლიც მინიმალური ღირებულება 13 000 დოლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები