ბიონსემ 3 აგვისტოს, პიცბურგის კონცერტი გააუქმა. ბილეთები უკვე გაყიდულია, ამიტომ ფანები გაცეცხლებულები არიან. ამის შესახებ დასავლური მედია წერს.
განცხადება სტადიონის ხელმძღვანელობამ გააკეთა. მიზეზად ლოგისტიკური პრობლემები სახელდება.
3 აგვისტოს ნაცვლად, 41 წლის არტისტი კონცერტს 5 აგვისტოს, ვაშინგტონში ჩაატარებს.
ვიდეო: ბიონსეს შთამბეჭდავი „ლუქები“ და თვალწარმტაცი პერფორმანსი ვარშავის სცენაზე
ცნობისთვის, Renaissance-ის მასშტაბებზე ჯერ კიდევ ტურნეს დაწყებამდე დაიწყო საუბარი. „ფორბსის“ ცნობით, ის 2,2 მილიარდ დოლარს გამოიმუშავებს. ბიონსეს სასტარტო კონცერტმა სტოკჰოლმში, შვედეთში ინფლაციის დონეზეც კი იმოქმედა.