ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „დისნეის“ „მეფე ლომის“ რიმეიქი გამოვიდა. ფილმის საუნდტრეკების შექმნაზე ბიონსე მუშაობდა. ახლა კი ცნობილი ხდება, რომ არტისტი ოთხი წლის შემდეგ სოლო ალბომს უშვებს, რომელიც არა მხოლოდ მუსიკალური ნამუშევარი, არამედ კინოალბომიც იქნება.
Black Is King – ასე ჰქვია ახალ ალბომს, რომლისთვისაც მომღერალმა თავად გადაიღო ვიდეოების სერია, რომელიც ერთიან ფილმად იკვრება. ფილმის პრემიერა 31 ივლისს, Disney+ შედგება.