ლოს-ანჯელესში, iHeartRadio Music Awards გაიმართა. დაჯილდოება, რომელიც წელს მეთერთმეტედ ჩატარდა, თავისი პომპეზურობით, უდავოდ თვალშისაცემი და სანახაობრივი გამოდგა. საღამოს წამყვანი, ამერიკელი რეპერი, Ludacris იყო.
მუსიკალური პრემიის ერთ-ერთი მთავარი, ,,წლის შემსრულებლის” ჯილდო – ტეილორ სვიფტს მიანიჭეს. ის ღონისძიებას არ დასწრებია, თუმცა საგულისხმოა, რომ საღამოს ტრიუმფატორად, საერთო ჯამში 6 მოგებული ჯილდოთი, სწორედ 34 წლის არტისტი მოგვევლინა. შედეგად, ტრევის კელსის გერლფრენდი დაჯილდოების ისტორიაში ყველაზე მეტი ტროფეის მფლობელი გახდა.
სპეციალური, ,,ინოვატორის ჯილდო” ბიონსეს ერგო. მას ეს პატივი ლეგენდარულმა სტივი უანდერმა მიაგო.
კიდევ ერთი პრესტიჟული, Icon Award მერილ სტრიპისგან შერმა მიიღო. საკულტო მუსიკოსი სცენაზე ჯენიფერ ჰადსონთან ერთად ჰიტების – If I Could Turn Back Time და Believe პერფორმანსით წარდგა.
შოუზე ჯასტინ ტიმბერლეიკმაც იმღერა. ჯეი თიმ ახალი დისკიდან სიმღერები – Selfish და No Angels შეასრულა.
აუდიტორია Latto-სა და TLC-ის გამოსვლამაც მონუსხა. დოლბის თეატრში შეკრებილები ერთხმად ყვებოდნენ ყველა დროის საუკეთესო ჩანაწერებს – No Scrubs და Waterfall.
2024-ის iHeartRadio Music Awards-ის გამარჯვებულთა შორის ასევე დასახელდნენ:
წლის სიმღერა – Kill Bill – SZA
წლის შემსრულებელი – ტეილორ სვიფტი
წლის საუკეთესო დუეტი/ჯგუფი – OneRepublic
საუკეთესო კოლაბორაცია – Calm Down – Rema და სელენა გომესი
წლის პოპ შემსრულებელი – ტეილორ სვიფტი
საუკეთესო ახალი პოპ არტისტი – Jelly Roll
წლის პოპ სიმღერა – Flowers – მაილი საირუსი
წლის ჰიპ-ჰოპ სიმღერა – All My Life – Lil Durk და J. Cole
წლის ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი – დრეიკი
საუკეთესო ახალი ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი – Ice Spice
წლის რიტმ-ენდ-ბლუზ სიმღერა – Snooze – SZA
წლის რიტმ-ენდ-ბლუზ შემსრულებელი – SZA
საუკეთესო ახალი რიტმ-ენდ-ბლუზ შემსრულებელი – ვიქტორია მონე
წლის K-Pop შემსრულებელი – Jungkook
წლის ტურნე – The Eras Tour – ტეილორ სვიფტი
ცნობისთვის, iHeartRadio უფასო სამაუწყებლო და ინტერნეტ რადიო პლატფორმაა, რომელიც ყოველწლიურად რამდენიმე მუსიკალურ ფესტივალსა და დაჯილდოებას მართავს.