LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბინები საკუთრებაში 34 დევნილ ოჯახს გადაეცა

aa

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ თბილისში, გუდამაყრის ქუჩაზე, 34 დევნილი ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართები კერძო მესაკუთრისგან გამოისყიდა.

ამის შესახებ, გუდამაყრის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილ ოჯახებს, მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ გააცნო. მისი თქმით, უახლოეს მომავალში საცხოვრებელი ფართები დევნილებს საკუთრებაში გადაეცემათ.

დევნილი ოჯახები გუდამაყრის ქუჩაზე წლებია, ცხოვრობენ, შენობას ამ დრომდე კერძო მესაკუთრე ჰყავდა, რის გამოც მათთვის ბინების დაკანონება შეუძლებელი იყო.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დევნილთა საცხოვრებელი შენობა 1 200 000 ლარად გამოისყიდა.

2013 წლიდან დღემდე, სამინისტრომ დევნილებს საკუთრებაში კერძო მესაკუთრეებისგან გამოსყიდული1600-მდე ბინა გადასცა.