LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბინაში შესვლისას თანამშრომლებს გაზქურის ღუმელი ღია და ანთებულ მდგომარეობაში დახვდათ” – „თბილისი ენერჯი“ გლდანში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

1898
BeFunky-collage (6)

გლდანში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელსაც 5 ადამიანი ემსხვერპლა, „თბილისი ენერჯი“ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც მათ განცხადებაშია აღნიშნული, საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებს ბინაში შესვლისას გაზქურის ღუმელი ღია და ანთებულ მდგომარეობაში დახვდათ.

გლდანში, ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად დაღუპულები ერთი ოჯახის წევრები – დედ-მამა და სამი შვილია

„დღეს უბედური შემთხვევა მოხდა. გლდანის 2 მ/რ-ში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში, 3 მცირეწლოვანი და 2 ზრდასრული ადამიანი გარდაიცვალა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლების ინფორმაციით, ბინაში შესვლისას მათ გაზქურის ღუმელი ღია და ანთებულ მდგომარეობაში დახვდათ. უსაფრთხოების ნორმების გათვალიწინებით გაზქურის და მისი ღუმელის გათბობის მიზნით გამოყენება კატეგორიულად დაუშვებელია. ასეთი შემთხვევის დროს ბინაში CO-ს დაგროვება ხდება, რაც სიცოცხლისთვის სახიფათოა. ჩვენი სპეციალისტების მიერ, პირველადი დათვალიერების შედეგად სავარაუდოა, რომ აღნიშნული ფაქტი ამ უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზი გახდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება და მისი დასრულების შემდეგ უკვე დაზუსტებით გვექნება პასუხი მომხდარი ფაქტის გამომწვევ მიზეზებზე.

გთხოვთ, არ გარისკოთ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების სიცოცხლით, ნუ გამოიყენებთ აკრძალულ დანადგარებს და გაზქურას გასათბობად. დაიცავით უსაფრთხოების წესები“, – ნათქვამია „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები