რამდენიმე საათის წინ Billboard Music Awards-ის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია დასრულდა. საღამოს ტრიუმფატორები ადელი და The Weeknd გახდნენ.
„წლის შემსრულებლის“, „საუკეთესო მომღერალი ქალის“, „Billboard 200-ის საუკეთესო შემსრულებლის“, „წლის ალბომისა“ და „ყველაზე გაყიდვადი სიმღერის“ კატეგორიებში ადელმა გაიმარჯვა, თუმცა ბრიტანელი მომღერალი საღამოს არ ესწრებოდა.
რაც შეეხება მონინაციებს „Billboard Hot 100-ის საუკეთესო შემსრულებელი“, „საუკეთესო რადიო-შემსრულებელი“, „ყველაზე გაყიდვადი შემსრულებელი“, „საუკეთესო R&B შემსრულებელი“, „საუკეთესო R&B სიმღერა“, „საუკეთესო R&B ალბომი“ პირველობა აქ არავის დაუთმო The Weeknd-მა.
რაც შეეხება დანარჩენ კატეგორიებს: „საუკეთესო შემსრულებელი მამაკაცი“ – ჯასტინ ბიბერი გახდა, „საუკეთესო ჯგუფი“ – One Direction, „საუკეთესო ტურნე“ – ტეილორ სვიფტი, „საუკეთესო რეპერი“ – დრეიკი, „წლის სიმღერა“ – Wiz Khalifa ft. Charlie Puth – “See You Again”.
ცნობილი უცხოური საიტების ინფორმაციით, ცერემონიის წითელი ხალიჩა თამამი და სექსუალური ჩაცმულობების იდეალურ, ასევე მაღალი გლამურის ადგილად დასახელდა.