პოპულარული გერმანული გამოცემა BILD მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს. ინფორმაციას ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქვეყნებს.
მათი ცნობით, გამოცემა გაზაფხულსა და ზაფხულში საინტერესო სამოგზაურო ტურისტულ მიმართულებებს აქვეყნებს.
სტატიის ავტორის მტკიცებით, გერმანელი ტურისტებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველია ესპანეთის, კაბო-ვერდეს, ხორვატიის, ალბანეთისა და საქართველოს კურორტები.
“საქართველოს ტერიტორია ბავარიისხელაა, მოსახლეობა კი ბერლინის. საქართველოს უნდა ეწვიოთ, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის წელს ITB-ის ტურისტული გამოფენის მასპინძელი იყო. მიუნხენიდან და დიუსელდორფიდან თბილისამდე ოთხი საათია საფრენი. პირდაპირი ავიარეისები სრულდება ბერლინიდან, მემინგენიდან და დორტმუნდიდან ქუთაისის მიმართულებით”, – წერს BILD საქართველოს შესახებ.
სტატიის ავტორი მკითხველს ინფორმაციას აწვდის ქართული სასტუმროების შესახებ.
BILD-ის გვერდებს სოციალურ ქსელებში: Twitter, Facebook, Instagram ჯამში 5.5 მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს.